|
2018-12-21 13:20:29, 1003 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, მეხუთე პლენარული შეხვედრა გაიმართა
ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, მეხუთე პლენარული შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, შეხვედრის მონაწილეებს სატყეო სექტორის მიმდინარე რეფორმები, ბოლო წლის შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო. 2013 წლის სექტემბერში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ მუშაობა დაიწყო ეროვნულ სატყეო პროგრამაზე, რომლის მიზანია, კოორდინირება გაუწიოს და მხარი დაუჭიროს საქართველოში სატყეო სექტორის რეფორმის პროცესს, რაც ეფუძნება ახალ სატყეო პოლიტიკას და საერთაშორისო სტანდარტებს. პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პლენარული შეხვედრის ფარგლებში პროცესის მიმდინარეობას შეაფასეს, ასევე განისაზღვრა სამუშაო ჯგუფების მიზნები. შეხვედრას გარემოსდაცვითი არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)