07:35 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-21 09:12:03, 4188 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მატისი თანამდებობას ტოვებს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მატისი თანამდებობას ტოვებს, - შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო.

როგორც თეთრი სახლის ლიდერი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, მეტისი თანამდებობას თებერვალში დატოვებს.

„გენერალი მეტისი თანამდებობას თებერვალში დატოვებს, მან ჩემს ადმინისტრაციაში, თავდაცვის მდივნის პოსტზე 2 წელი იმუშავა, ამ ხნის განმავლობაში ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ“, - წერს ტრამპი.

აღსანიშნავია, რომ თავდაცვის მდივანი არ ეთანხმებოდა პრეზიდენტის პოლიტიკას ავღანეთში და წინააღმდეგი იყო სირიიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანის თაობაზეც.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics