17:10 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-15 18:47:12, 1185 ნახვა

საზოგადოება
მოლდოვას ვიცე პრემიერ-მინისტრი საქართველოშია

ცოტა ხნის წინ საქართველოში მოლდოვას ვიცე პრემიერ-მინისტრი  კრისტინა ლესნიკი ჩამოვიდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტუმარს  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი დახვდა და მადლობა გადაუხადა ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოსვლისთვის.

კრისტინა ლესნიკი თელავში ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.

ნიშანდობლივია მოლდოვადან სწორედ ქრისტინა ლესნიკის ვიზიტი საქართველოში, რომელიც მტკიცედ და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. კრისტინა ლესნიკი ასევე მონაწილეობას მიიღებს თბილისში დაგეგმილ ელჩების კონფერენციაში, სადაც სიტყვით გამოვა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხებისადმი მიძღვნილ სამუშაო სესიაზე.

თელავში საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics