|
2015-06-15 12:45:11, 459 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებულებისათვის საბუთების აღდგენა უფასო იქნება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, 14 ივნისის სტიქიით დაზარალებული პირებისთვის საბუთების აღდგენა უფასო იქნება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს. „საქართველოს იუსტიციის მინისტრის დღევანდელი ბრძანების თანახმად, ყველას ის პირი, რომელიც თბილისის მერიის მიერ მოწოდებული სიის თანახმად, 2015 წლის 14 ივნისის სტიქიით დაზარალებული პირია, საბუთებს უფასოდ აღადდგენს. დაზარალებულებს უფასოდ შეუძლიათ აღადგინონ ან აიღონ შემდეგი საბუთები: პირადობის მოწმობა (დაჩქარებული იმავე დღეს); ბიომეტრიული პასპორტი (აღდგენა); ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი; ბინადრობის მოწმობა (დაჩქარებული იმავე დღეს); პირადობის ნეიტრალური მოწმობა; დაბადების მოწმობა (აღდგენა, დაჩქარებული იმავე დღეს); ქორწინების/განქორწინების მოწმობა (აღდგენა, დაჩქარებული იმავე დღეს); გარდაცვალების მოწმობა (დაჩქარებული იმავე დღეს); ცნობა შვილად აყვანის რეგისტრაციის შესახებ (აღდგენა, დაჩქარებული იმავე დღეს); ცნობა სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის შესახებ (აღდგენა, დაჩქარებული იმავე დღეს); ცნობა მამობის დადგენის რეგისტრაციის შესახებ (აღდგენა, დაჩქარებული იმავე დღეს); საქართველოს მოქალაქეობის დადასტურება; ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების არარსებობის შესახებ ცნობა; ფოტოსურათის საფასური; ატესტატის დუბლიკატი. ამასთან, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის იუსტიციის სახლი უქმე დღით არ სარგებლობს და ის დღეს დილიდან ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. გასაცემი სერვისების მიხედვით სტიქიით დაზარალებულ პირთა მომსახურებისთვის სპეციალური ადგილები გაიხსნა. ამ ადგილებში დაზარალებული პირები მიიღებენ დეტალურ კონსულტაციას ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხოლო სამოქალაქო რეესტრის მიმართულებით ყველა ზემოჩამოთვლილ საბუთს უფასოდ აიღებენ ან აღადგენენ. იუსტიციის მინისტრის ბრძანება დღეს დილით გამოიცა და ის 2015 წლის 1 სექტემბრამდეა ძალაში.
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)