|
2018-12-06 16:29:11, 1109 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთიმ“ კურსდამთავრებულ პენსიონერებს დიპლომები გადასცა
ლიბერთიმ დღეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში 62 პენსიონერს კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. სწავლება ლიბერთის მიერ სპეციალურად შექმნილ დარბაზში - Liberty Digital Hall მიმდინარეობდა. პენსიონერებმა კომპიუტერის ზოგადი შესაძლებლობები, ინტერნეტის, ელ-ფოსტის, სოციალური ქსელებისა და სმარტფონების ფუნქციების გამოყენება სრულიად უფასოდ შეისწავლეს. ,,ვფიქრობ ეს დღე არის დასტური იმისა,რაც ამ პროექტის დასაწყისშივე ვიგულისხმეთ – დღეს ჩვენ საუკეთესო და ყველაზე ახალგაზრდა დიპლომირებული პენსიორები გვყავს. პროექტმა გაამართლა, იქცა ხიდად თაობებს შორის და აუცილებელ გაგრძელებებსაც გულისხმობს" - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ. ,,მოხარული ვართ, რომ გაამართლა სპეციალურად ჩვენი მომხმარებლისთვის შემუშავებულმა საგანმანათლებლო ერთგვარმა ექსპერიმენტმა. პენსიონერების მხრიდან პოზიტიური გამოხმაურება და დიდი ინტერესი ჩვენთვის სტიმულია, რომ მომავალში მსგავსი პროექტები კიდევ უფრო მასშტაბურად განვახორციელოთ. ასევე, დიდი მადლობა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)