05:54 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-06 15:03:33, 3586 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2019 წელს საწვავზე გადასახადები აღარ გაიზრდება

საფრანგეთში საწვავზე გადასახადი 2019 წელს არ გაიზრდება, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ფილიპმა განაცხადა. 

როგორც ფილიპმა აღნიშნა, "არც ერთი გადასახადი არ ღირს იმათ, რომ ერის ერთიანობას საფრთხე შეექმნას".

"მთავრობა მზადაა დიალოგისთვის და ის ამას აჩვენებს, რადგან გადასახადების ზრდა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტიდან ამოვიღეთ", - განაცხადა ფილიპმა.

ცნობისთვის, საწვავის გაძვირების გამო, მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ პროტესტი საფრანგეთში 17 ნოემბერს დაიწყო. აქციები შეტაკებებსა და დარბევებში გადაიზარდა. პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, ხოლო აქციის მონაწილეები ქალაქის ინფრასტრუქტურას აზიანებდნენ. სულ აქციების დროს 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, 4 დაიღუპა, ხოლო ასობით დაშავდა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics