11:02 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-04 11:36:21, 942 ნახვა

საზოგადოება
6 დეკემბერს სადგურ ჭალადიდის გადასასვლელზე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სს „საქართველოს რკინიგზა“ სადგურ ჭალადიდში გეგმავს, 2018 წლის 6 დეკემბერს დილის 10:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზის 1 კმ-ზე, სად. ჭალადიდში დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე ფენილის შეკეთების სამუშაოების წარმოებას.

დეპარტამენტის ცნობით, სამუშაოების განსახორციელებლად, საჭიროა სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის მე-17 კმ-ზე, რა დროსაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ქვალონი-ჭალადიდის მე-17 კმ-ზე, არსებული გადასასვლელის გამოყენებით (ე.წ ხორგის გადასასვლელი).

„საავტომობილო გზის მონაკვეთზე სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე გამოყოფილი იქნებიან სათანადოდ აღჭურვილი სს „საქართველოს რკინიგზის” შესაბამისი თანამშრომლები (სიგნალისტები), რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას“, - აცხადებენ დეპარტამენტში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics