11:02 - 16 Jul, 2026
|
2018-12-03 17:52:22, 1366 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს ხაზზე, მეტროს სადგურები „ვაჟა ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ შეფერხებით მუშაობს
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ტექნიკური გაუმართაობის გამო, თბილისის „მეტროპოლიტენის“ საბურთალოს ხაზზე, მეტროსადგურები „ვაჟა ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ 17:00 საათიდან შეფერხებით მუშაობს. როგორც "ექსპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, მგზავრების მომსახურება მეტროსადგურ „დელისამდე“ არის შესაძლებელი. "სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ. მეტროსადგურები უახლოეს პერიოდში გაიხსნება და საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება. თბილისის „მეტროპოლიტენის“ პირველი ხაზი („ახმეტელის თეატრი“– „ვარკეთილი“) შეუფერხებლად მუშაობს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის", - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)