19:25 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-30 15:21:35, 1505 ნახვა

სამართალი
ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 11 სექტემბერს,  ქალაქ ახმეტაში, ოჯახში ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა გ.გ-მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ - მ.მ-ს, მისი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა დაზიანებები მიიღო.

„სამართალდამცველებმა გ.გ. 2018 წლის 11 სექტემბერს ქ.ახმეტაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და „ე" ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ გ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, განაჩენთა ერთობლიობით 2 წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics