22:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-22 13:15:05, 1721 ნახვა

სამართალი
სერვისების განვითარების სააგენტოს წალენჯიხის სამსახურის უფროსი პროკურატურაში მივიდა

სერვისების განვითარების სააგენტოს წალენჯიხის სამსახურის უფროსი, არკადი ფიფია მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.

პროკურატურაში შესვლამდე ფიფიას არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ყალბი პირადობების შესაძლო ბეჭდვაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე, ჟურნალისტებთან  ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია.

„მივლინებაში ვარ ოფიციალურად. ვადასტურებ ამას. სხვა დანარჩენ კითხვაზე მიმართეთ პრესამსახურს“, - განაცხადა არკადი ფიფიამ.

სამოქალაქო სექტორის ინფორმაციით, „ფიფია წალენჯიხიდან გლდანში საგანგებოდ მიავლინეს, რადგან მისი არყოფნის დროს ყალბი პირადობის მოწმობები დაებეჭდათ“.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება სამი არასამთავრობო ორგანიზაციების „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნების“ 20 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას, სადაც მათ არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და ყალბი დოკუმენტაციის შესაძლო დამზადებასთან დაკავშირებით განაცხადეს. პროკურატურამ სავარაუდოდ ყალბი პირადობების ბეჭდვის საქმეზე გამოძიება 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გულისხმობს. გუშინ საგამოძიებო უწყებაში გამოიკითხნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics