22:31 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-21 15:47:03, 1692 ნახვა

სამართალი
გახარია რუსეთის 3 მოქალაქეზე: ოკუპაციის შესახებ კანონი იყო დარღვეული, მივიღეთ ის გადაწყვეტილება რაც უნდა მიგვეღო

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ რუსი კინემატოგრაფების თბილისის აეროპორტიდან გაბრუნების საკითხს ეხმაურება.

როგორც გახარიამ აღნიშნა, რუსი მოქალაქეების მიერ ოკუპაციის შესახებ კანონი იყო დარღვეული. 

„ეს ხდებოდა რამდენიმე საათის უკან, როდესაც ჩვენ გზაში ვიყავით. რეალურად, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიგვეღო. ჩვენ ბევრი საბაბი გვაქვს იმისთვის, რომ არასასურველი ადამიანები, მოქალაქეები ჩვენს ქვეყანაში არ შემოვუშვათ. რაც გავაკეთეთ, მათ შორის, იმ მიზეზის გამო, რომ ოკუპაციის შესახებ კანონი იყო დარღვეული,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, რუსეთის 3 მოქალაქე, რომლებიც თბილისში „სპუტნიკის“ მიერ მხარდაჭერილ კინოფესტივალზე დასასწრებად ჩამოვიდნენ, ქვეყანაში არ შემოუშვეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics