22:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-20 16:36:23, 2016 ნახვა

სამართალი
შსს - სააკაშვილის და ალასანიას საუბრის ჩანაწერებში მათი ხმების ნამდვილობა დადასტურდა

სოციალურ ქსელში გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მისი ბიძის, თემურ ალასანიას ხმების ნამდვილობა დადასტურდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება 2018 წლის 2 ნოემბერს, საქართველოს სსკ-ს 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.  ექსპერტიზის შედეგად მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას საუბრის ჩანაწერებში მათი ხმების ნამდვილობა დადასტურდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 25 ოქტომბერს ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი ბიძის, თემურ ალასანიას  სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics