04:21 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-20 12:41:54, 995 ნახვა

საზოგადოება
საერთაშორისო კონფერენციაზე ქართული სააღსრულებო სისტემის ნოვაციებს გაეცნენ

სააღსრულებო წარმოების სფეროში აქტუალური საკითხების განხილვა და აღსრულების სისტემის განვითარების გზების ძიება იყო მთავარი თემები ბელარუსში, ქ. მინსკში გამართულ ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაზე.

კონფერენციას ,,სააღსრულებო სისტემის განვითარება“ საქართველოდან აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბიუროს თავმჯდომარის მოადგილის, მირიან ხარაბაძის ხელმძღვანელობით ქართველმა მონაწილეებმა ქართული სააღსრულებო სისტემის რეფორმებსა და განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრეს; უცხოელ კოლეგებს გაუზიარეს ის გამოცდილება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქართული სააღსრულებო სისტემის განვითარების კუთხით დაგროვდა.  ყურადღება გაამახვილეს ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებზე. საუბარი შეეხო აღსრულების კოდექსის ახალი პროექტით გათვალისწინებულ ინსტიტუციურ ცვლილებებს, რომლითაც ქვეყანა ახალ სააღსრულებო მოდელზე გადავა. კონფერენციაზე ქართველმა დელეგატებმა ისაუბრეს აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებზეც, მათ შორის, გამარტივებული საქმისწარმოების პრინციპებსა და განვითარების პერსპექტივებზე.  

სააღსრულებო სისტემის განვითარებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ქალაქ მინსკში 13-16 ნოემბერს გაიმართა. კონფერენციაში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა ქვეყნის სააღსრულებო უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics