22:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-19 19:12:17, 2131 ნახვა

სამართალი
სასამართლომ სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ხადას ხეობაში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კობაურის წინასასამართლო პროცესი დასრულდა.

მოსამართლემ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელა.

პროკურატურამ საქმეში მოწმეთა ჩვენებებისა და ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების დართვა მოითხოვა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურორ არჩილ ბედუკაძის თქმით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება კანონის სრული დაცვით იყო მოპოვებული, შესაბამისად, მოსამართლემ ნუსხის სრულად დამტკიცების გადაწყვეტილება მიიღო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხოლოდ ბრალდების მხარის მტკიცებულებების განხილვა მოესწრო.

დაცვის მხარის შუამდგომლობებს კი მოსამართლე მომდევნო პროცესზე, 22 ნოემბერს განიხილავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics