22:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-19 16:28:25, 1430 ნახვა

სამართალი
„კობაურს შემხებლობა არ ჰქონია გარდაცვლილებთან“ - სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის პროცესი იწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოში სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის პროცესი იწყება. 

სასამართლო მხარეთა მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებს. კობაურის ადვოკატები საქმის ნაფიცი მსაჯულებისთვის გადაცემას და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე მწყემსის გათავისუფლებას ითხოვენ. 

"დღეს გაიმართება წინა სასამართლო სხდომა, რა დროსაც სასამართო განიხილავს იმ მტკიცებულებათა დასაშვებობის ან დაუშვებლად ცნობის საკითხს, რომელიც წარმოადგინეს ბრალდების და დაცვის მხარეებმა. დღევანდელ სხდომაზე ასევე გადაისინჯება კობაურის მიმართ შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი", - განაცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა. 

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატ აექსანდრე კობაიძის თქმით, დნმ-ის პასუხების მიხედვით, დასტურდება, რომ კობაურს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია გარდაცვლილებთან. 

„ბრალდების მხარემ ჩაატარა ტრიდე ფორმატში იქაური გარემოს აღწერა და აქედანაც ცალსახად ჩანს, რომ ერთი ადამიანი ვერ გადაადგილებდა გვამებს იმ მიმართულებით, რასაც ამ შემთხვევაში ბრალდების მხარე გვედავება. დნმ-ის პასუხების მიხედვით, დასტურდება, რომ ნამდვილად, კობაურს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია გარდაცვლილებთან. დღეს მოვითხოვთ, რომ ნაფიც მსაჯულებმა განიხილონ აღნიშნული საქმე და ჩვენ ყველანაირ ღონისძიებას გამოვიყენებთ და მაქსიმალურად დავიცავთ ჩვენს კლიენტს“, - განაცხადა ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში კობაურს 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics