|
2018-11-19 13:16:50, 1404 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ეს არის უპრეცედენტო ინიციატივა - ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ ჩვენი მთავარი ღირებულება ადამიანია
„პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მოსახლეობის ჭარბვალიანობის პრობლემის დაძლევისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რომელიც 600 000-ზე მეტ თანამოქალაქეს ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვის შესაძლებლობას მისცემს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო სოციალური სახელმწიფოა, რომლის უმთავრესი საზრუნავი ადამიანის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფაა. „ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 2012 წლიდან საქართველოში მოხერხდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტის გაორმაგება. დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლის წყალობითაც ასი ათასობით ჩვენმა თანამოქალაქემ შეინარჩუნა სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ის, რასაც ჩვენი ოპონენტები „შავ ხვრელს" უწოდებენ, სინამდვილეში კონკრეტული ადამიანების გადარჩენილ სიცოცხლესა და შენარჩუნებულ ჯანმრთელობაში გამოიხატება. ორნახევარჯერ გაზარდა სოციალური დახმარების ბიუჯეტი, მოხერხდა ჩვენი ათასობით დევნილი თანამოქალაქის უზრუნველყოფა ღირსეული საცხოვრებელით",-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ადამიანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურებოდა მთავრობის კიდევ ორი ინიციატივა, რომლის თაობაზეც გასული დღეების განმავლობაში გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის. „ეს იყო 50 ლარიანი დახმარების დანიშვნა ბავშვებისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და ეს იყო სოციალური დახმარების შენარჩუნება მოქალაქეებისთვის მათი დასაქმების შემთხვევაში. აღნიშნულ ინიციატივები მიმართულია ერთი მხრივ ადმიანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ და მეორე მხრივ, მათი ეკონომიკური საქმიანობის წახალისებისკენ",-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთავრობის ახალი ინიციატივის შედეგად 600 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე ახალ წელს ვალის გარეშე შეხვდება. მისივე თქმით, ხელისუფლება მომავალშიც საზოგადოების ახალ ინიციატივებს წარუდგენს. „ეს არის უპრეცენდენტო ინიციატივა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადამიანებზე ზრუნვა ჩვენი უმთავრესი ამოცანაა. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ჩვენი აქტიური მუშაობა და ჩვენ წარვდგებით ახალი ინიციატივებით საზოგადოების წინაშე",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. შეგახსენებთ, საქართველოს 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ბანკებთან და სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან არსებული ფინანსური დავალიანება გაუნულდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)