|
2018-11-14 14:22:35, 1056 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში 16 ქართველი მეზღვაურია წარდგენილი
მალტის მთავრობამ, სინგაპურისა მთავრობასა და ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2018 წლის ნომინაციაში „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცე" საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საკრუინგო კომპანია Queensway Navigation Co. Ltd-ის კუთვნილებაში არსებული გემის MT Seapower-ის ეკიპაჟის წევრები წარადგინეს - მათ 2017 წლის 26 ივნისს უამინდობის გამო გასაჭირში მყოფი ტანკერ Rama 2-ის ეკიპაჟის ცამეტი წევრის კოორდინირებულ სამაშველო ოპერაციებში სამაგალითო ძალისხმევა და გამბედაობა გამოავლინეს. დაჯილდოების ცერემონია ქ. ლონდონში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სათაო ოფისში 2018 წლის 6 დეკემბერს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ საკრუინგო კომპანია Queensway Navigation Co. Ltd არის საქართველოში მეზღვაურთა ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი - კომპანიის გემების 90% ქართველი მეზღვაურებით არის დაკომპლექტებული. გემ MT Seapower-ის ეკიპაჟის 17 წევრიდან 16 საქართველოს, ერთი კი უკრაინის მოქალაქე იყო, გემის კაპიტანი - ლევან მამალაძე. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO), ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის მეზღვაურებს ყოველწლიურად აჯილდოებს. საქართველოსთვის აღნიშნული სახის ჯილდო პირველი არ არის - 2015 წლის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ტრაგიკულად დაღუპული არქიმანდრიტი ილია კარტოზია ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დააჯილდოვა. არქიმანდრიტი ილია კარტოზია 2014 წლის 28 დეკემბერს, იტალიურ ბორან „Norman Atlantic"-ზე გაჩენილი ხანძრის დროს გარდაიცვალა. გემზე ხანძრის გაჩენის დროს ბორტზე 487 მგზავრი, მათ შორის საქართველოს 8 მოქალაქე და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. მამა ილია იტალიაში, ქ. ბარიში, წმ. ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად მიემგზავრებოდა, უბედური შემთხვევის დროს, როდესაც ცეცხლმოკიდებული გემიდან მაშველებს სამაშველო ნავზე გადაჰყავდათ, მან თავისი ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო და თავად გემბანზე დარჩა. სამწუხაროდ, მამა ილიას გადარჩენა მაშველებმა ვეღარ მოახერხეს. საქართველო ამაყობს ქართველი მეზღვაურების მიერ გამოვლენილი სიმამაცით, რამაც 13 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, ამ შემთხვევას დიდი რეზონანსი ჰქონდა საერთაშორისო საზოგადოებაში. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი მეზღვაურების სიძლიერეს, გამბედაობას და მაღალ პროფესიონალიზმს.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)