2018-11-12 15:40:01, 848 ნახვა
რეგიონი
ოსური მედია ატოცში გამართულ აქციაზე: სტრიპტიზი მოაწყეს, პროტესტი გეი-აღლუმის ელემენტებს შეიცავდა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მედია სოფელ ატოცში, "გირჩის" და "რუსეთი ოკუპანტიას" მიერ ორგანიზებულ აქციას გამოეხმაურა.
ოსური მედია წერს, რომ აქტივისტებმა ე.წ. საზღვართან სტრიპტიზი მოაწყეს. მათივე შეფასებით, "ეს პროტესტი გეიაღლუმის ელემენტებს შეიცავდა და საზიზღარი შოუ იყო".
მედია საშუალებები ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ აქციის ლიდერი და ხსენებული პროტესტის "სულისჩამდგელი, ზურაბ ჯაფარიძე იყო, რომელიც, როგორც ისინი წერენ, ცოტა ხნის წინ პრეზიდენტობისთვის იბრძოდა და ცნობილია, იმით, რომ მარიხუანის ლეგალიზაციას უჭერს მხარს".
მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" ისინი რუსოფობიურს უწოდებენ, ხოლო აქციაზე მისულ აქტივისტებს მარიხუანის ლეგალიზაციის მომხრეებად მოიხსენიებენ.
ავტორი: ,