23:19 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-10 20:23:55, 1090 ნახვა

საზოგადოება
ზაზა სარალიძე სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს პარლამენტთან აქციაზე მივიდეს [LIVE]

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.

შვილმოკლული მამა ითხოვს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდეს.

"მივმართავ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც უნდა, რომ ქვეყნის მომავალი მთავარსარდალი გახდეს - მოვიდეს აქ და ჩვენთვის კონსტიტუციით მონიჭებული უფლების აღსრულებაში დაგვეხმაროს. ხომ უნდა პრეზიდენტობა? მოვიდეს აქ და ჩვენ, საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებს დაგვეხმაროს იმ კანონიერი მოთხოვნის შესრულებაში, რასაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს. მოვიდეს და პირადად დაგვეხმაროს კარვის გაშლაში", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსთაველის გამზრიზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილზე შეკრებილებს კარვის გაშლა უნდოდათ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.  

აქცია მესამე სექტორის ორგანიზებით მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ადგილზე 2 კარავი მიიტანეს. როგორც NGO-ები აცხადებენ, ისინი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ღამეს გაათევენ. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics