|
2018-11-09 16:21:50, 902 ნახვა
საზოგადოება
ზოიძე: საქართველოს მასშტაბით 12 იუსტიციის სახლში შესაძლებელია უფასო სკრინინგის ჩატარება
„ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი რომ 2020 წლისთვის სრულად აღმოვფხვრათ საქართველოში C ჰეპატიტი, - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეებს საქართველოს მასშტაბით 12 იუსტიციის სახლში შეეძლებათ უფასო სკრინინგის ჩატარება. „ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერასთან ერთად კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების მობილიზაცია და ხელისუფლების ეფექტიანი ქმედება. სწორედ ასეთი ქმედების ერთ-ერთი დემონსტაციაა ის ნაბიჯი, რომ ამიერიდან მოქალაქეებს საქართველოს მასშტაბით 12 იუსტიციის სახლში შეეძლებათ უფასო სკრინინგის ჩატარება. მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანიის მიუხედავად, მოქალაქეთა ჩართულობა გამოკვლევების პროცესში ჯერ კიდევ არასაკამრისია, ამ სიახლის შედეგად კი უფრო მეტი მოქალაქე შეძლებს ისარგებლოს უფასო სკრინინგით. იუსტიციის სახლებს უამრავი მომხმარებელი ჰყავთ; ყოველდღიურად 10 000-ობით ადამიანს უხდება იქ მისვლა, ამა თუ იმ სახელმწიფო სერვისის მისაღებად - შესაბამისად, ამ პროგრამის დაწყება იქნება გარდამტეხი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესში. შევძლებთ ბევრი მოქალაქის მოცვას და მოტივირებას, რომ გაიკეთონ უფასო ანალიზი, იმის დასადგენად აქვთ თუ არა ეს ვირუსი. აღსანიშნავია, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანისა და ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ძალისხმევა ამ პროცესში. ეს არის პასუხისმგებლიანი მთავრობის მხრიდან ზრუნვის გამოვლენა თავისი მოქალაქეებისადმი. C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში 60 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული, ნაწილმა დაამთავრა, ნაწილი მკურნალობს; განკურნების მაჩვენებელი, 98 % - ია. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ბევრმა ადამიანმა გაიკეთოს გამოკვლევა, რათა დროულად დაადგინოს აქვს თუ არა ეს ვირუსი და შესაბამისად, ჩაერთოს მკურნალობის პროცესში“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
(NS)
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)