00:27 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-08 11:23:36, 583 ნახვა

რეგიონი
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ხაშურში, მდინარე შოლას არხის აღდგენით სამუშაოებს ატარებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქალაქ ხაშურში,  მდინარე შოლას არხის აღდგენით სამუშაოებს ატარებს. 

ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან იწმინდება ღია და დახურული კოლექტორების   1800 მეტრი სიგრძის მონაკვეთი. მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორია და ინფრასტრუქტურა.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია და შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი ხაშურში  მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

გაწმენდითი სამუშაოები, რომელსაც საქართველოს მელიორაცია საკუთრი ძალებით ახორციელებს, არხში წყლის შეუფერხებელ გადინებას უზრუნველყოფს, რაც უხვი ნალექის დროს ქალაქ ხაშურსა და ცენტრალურ მაგისტრალს დატბორვისგან დაიცავს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics