03:31 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-21 11:13:30, 947 ნახვა

საზოგადოება
ნარმანია: მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებაზე მილიონ ლარზე მეტი გვაქვს გათვალისწინებული

„მერიას მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებაზე ბიუჯეტით მილიონ ლარზე მეტი აქვს გათვალისწინებული“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება შპს „უძრავი ქონება თბილის“-ს დაევალება, რომელიც თბილისის მერიის მიერ შექმნილი უწყებაა.

„როგორც გაირკვა, წინა ხელისუფლების პირობებში მიწისქვეშა გადასასვლელები სამ მთავარ უწყებას შორის იყო განაწილებული.  აქედან გამომდინარე, არ იყო სწორი  კოორდინაცია და  პასუხისმგებლობები შესაბამისად არ იყო გადანაწილებული, ამიტომ ჩემი დავალებით, მიწისქვეშა გადასასვლელები ერთი უწყების ქვეშ მოექცევა.  ეს იქნება შპს „უძრავი ქონება თბილისი“, რომელიც 100%  თბილისის მერიის მიერ შექმნილი უწყებაა და მას დაექვემდებარება მიწისქვეშა გადასასვლელები. რაც შეეხება ბიუჯეტს, მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებაზე ბიუჯეტით 1 მილიონ ლარზე მეტი გვაქვს გათვალისწინებული“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ნარმანიას განმარტებით, შპს „უძრავი ქონება თბილისის“ მოვალეობაა, მოაწესრიგოს მიწისქვეშა განათებასთან დაკავშირებული საკითხები და ასევე იქ არსებული ფართები, სამომავლოდ კომერციული მიზნების განსახორციელებლად აითვისოს.

„შპს „უძრავი ქონება თბილისი“-ს  პრიორიტეტი უნდა იყოს მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება,  მიწისქვეშა განათებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, ასევე  მნიშვნელოვანია, იქ არსებული ფართების ათვისება და გაქირავება, შემდგომ კი იქედან შემოსავლების მიღება.  ჩვენი საბოლოო მიზანია, მიწისქვეშა გადასასვლელი მოსახლეობისთვის გამოყენებადი და საჭირო გავხადოთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics