00:23 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-06 16:03:11, 3355 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის გენერალური პროკურორი, იური ლუცენკო გადადგა

უკრაინის გენერალური პროკურორი, იური ლუცენკო თანამდებობიდან გადადგა, - ამის შესახებ Unian იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ლუცენკოს გადადგომა უკრაინელი აქტივისტისა და ხერსონის მერის მოადგილის, ეკატერინა განძიუკის საქმეს უკავშირდება.

მედიის ცნობით, უმაღლეს რადაში, სიტყვით გამოსვლის დროს, გამოსვლის დროს იური ლუცენკომ "სისხლიანი პიარი" გააკრიტიკა, რომელიც გამოძიების გარშემო აგორდა.

"არ მესმის რა უნდა ქნას საგამოძიებო კომისიამ დაუსრულებელ საქმეზე. პროკურორი კომისიის არც ერთ წევრს არ მისცემს საქმის მასალებზე წვდომას...მე ვხვდები, რომ საგამოძიებო კომისიის ორგანიზატორებს არა შედეგი, არამედ ძალაუფლებისთვის ბრძოლისას პიარი სჭირდება", - განაცხადა ლუცენკომ.

მისივე თქმით, ის თანამდებობად ტოვებს, რათა არავის ჰქონდეს იმის განცდა, რომ "პოსტს ეჭიდება". 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics