17:08 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-05 17:18:43, 1665 ნახვა

ეკონომიკა
ჩინეთში გამართულ უმსხვილეს გამოფენაზე საქართველოს საპატიო ქვეყნის სტატუსი მიენიჭა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების ინიციატივით, 5-10 ნოემბერს, ჩინეთში, ქალაქ შანხაიში უმსხვილესი საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენა (China International Import Expo – CIIE) იმართება, სადაც საქართველოს მოწვეული საპატიო ქვეყნის სტატუსი მიენიჭა და განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე გამოეყო.

აღნიშნული გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით,  დაგეგმილია საქართველოს პოტენციალის წარმოჩენა სხვადასხვა ჭრილში, რაც უმთავრესად საქართველოს ბიზნესკლიმატის, საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას გულისხმობს.

საქართველოსთვის გამოყოფილ საგამოფენო სივრცეში განთავსებულია, როგორც სამთავრობო პროგრამების განმახორციელებელი უწყებების, ასევე საინვესტიციო, ექსპორტიორი და ღვინის მწარმოებელი კომპანიების სტენდები, სადაც თითოეულ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაესაუბროს ქართული კომპანიებისა თუ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს და მიიღოს მისთვის საჭირო დეტალური ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 53 კომპანია, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები, რომლებიც თავიანთ საექსპორტო პროდუქციას ფართო საზოგადოებას გააცნობენ და საშუალება ექნებათ მჭიდრო ბიზნესკავშირები დაამყარონ საერთაშორისო მსხვილ კომპანიებთან. 

გამოფენის ფარგლებში ასევე გაიმართება  მაღალი დონის სამთავრობო შეხვედრები, ორმხრივი სესიები კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის და ბევრი სხვადასხვა ღონისძიება, რაც საქართველო ჩინეთის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics