23:25 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-30 10:11:31, 631 ნახვა

რეგიონი
თურქეთი რესპუბლიკის დაარსების 95-ე წლისთავს აღნიშნავს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 95-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას დაესწრო.

რეგიონის მთავრობის მეთაურმა თურქეთის კონსულს ბათუმში მაქბულე ქოჩაკს რესპუბლიკის დღე მიულოცა და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, თურქეთი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, რისი საფუძველიც არა მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობა, არამედ ქვეყნებს შორის  დიდი ხნის ისტორიული და მრავალმხრივი კავშირებია.

 „ვულოცავ თურქ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს. მინდა მადლობა გადავუხადო სტრატეგიულ მეზობელს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის", - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

თურქეთის რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებულ მიღებას ბათუმში დიპლომატიური კორპუსის, აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics