16:27 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-26 15:21:57, 2038 ნახვა

საზოგადოება
ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა - იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს

შვილმოკლული მამის ზაზა სარალიძის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, სარალიძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. 

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ზაზა სარალიძეს მაღალი შაქარი აქვს. 

„მე, როდესაც აქ გამოვცხადდი, ზაზა სარალიძე იყო მძიმე მდგომარეობაში. ამას აქვს ემოციური ფონიც და გარდა ამისა, ის მთელი დღის განმავლობაში საკვების გარეშე იმყოფებოდა, რამაც გამოიწვია შაქრის მაღალი დონე და მაღალი წნევა. შესაბამისად, სასწრაფოს გამოძახება მოვითხოვეთ. სასწრაფო მოსულია, იმყოფება უკვე შენობაში, შემოწმება მიმდინარეობს და გადაგვყავს კლინიკაში, რადგან აქვს ძალიან მაღალი შაქარი. თავად ზაზა სარალიძის განმარტებით, მან მოითხოვა, რომ ადვოკატი დასწრებოდა შემოყვანის პროცედურას, თუმცა ამის მიუხედავად, მე არ დამასწრეს, არ დაუძახიათ და არ ვიმყოფებოდი შემოყვანის პროცედურების დროს. მას ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას, თუმცა ეს რამდენად საფუძვლიანია, ამას ჩვენ გავარკვევთ და შესაბამისი არგუმენტები გვექნება", - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics