|
2018-10-26 14:32:38, 635 ნახვა
საზოგადოება
თბილისის არქიტექტურის ბიენალე დღეს იხსნება
თბილისის მერიის მხარდაჭერით, 26 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, გლდანის რაიონში, „თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2018“ („თაბ 2018“) გაიმართება. მერიის ინფორმაციით, ღონისძიების მთავარი თემაა „მხოლოდ შენობები არ კმარა“, რომელიც საცხოვრებელი უბნების არაფორმალურ ურბანულ და სოციალურ სივრცეების კვლევას შეეხება. თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ოფიციალური გახსნა გაიმართება 26 ოქტომბერს, 19:00 საათზე, გლდანში, ხიზანიშვილის N59-ში, ხოლო, 27-28 ოქტომბერს, 09:30–17:00 საათამდე, საზოგადოებრივ კოლეჯში „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი” ბიენალეს ფარგლებში მოეწყობა სიმპოზიუმი. ბიენალეს ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. პროექტის მიზანია სიღრმისეულად გაიაზროს პოსტ-საბჭოური ტრანსფორმაციის ეპოქა და გამოიკვლიოს, თუ როგორ აისახება ეს ცვლილებები ურბანულ გარემოზე, მის მომხმარებლებზე და როგორ მონაწილეობს საზოგადოება ამ პროცესებში. თბილისის არქიტექტურის ბიენალე უმასპინძლებს მსოფლიოში წამყვან არქიტექტორებს, მეცნიერებს, ხელოვანებს და მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც იმსჯელებენ და შეეცდებიან ხაზი გაუსვან არაფორმალური არქიტექტურისა და ურბანული სივრცის მრავალფეროვნებას და განიხილავენ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მიდგომებს. ბიენალე შედგება როგორც შიდა, ასევე ღია სივრცეში გამართული აქტივობებისგან, მათ შორისაა: გამოფენები, სიმპოზიუმი, საჯარო ლექციები, გლდანის ტურები გიდის თანხლებით, ფილმების ჩვენებები, ხელოვანთა პერფორმანსები, ურბანული და არქიტექტურული ინსტალაციები. გარდა ამისა, შეიქმნება საჯარო ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც გლდანის ღია სივრცის ნაწილი გახდება. პროექტის მხარდამჭერები არიან შემოქმედებითი ევროპის ცენტრი, ევროპის კულტურული ცენტრი, თბილისის მერია, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, თი ბი სი ბანკი და აჭარა ჯგუფი. დეტალური პროგრამა იხილეთ ვებგვერდზე: www.biennial.ge
(NS)
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)