2018-10-25 19:53:32, 4925 ნახვა
მსოფლიო
ბომბის შესახებ ინფორმაციის გამო, ქუთაისი-ვარშავის რეისი ბუქარესტის აეროპორტში დაეშვა
ავიაკომპანია „WizzAir“-ის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ქუთაისიდან პოლონეთის დედაქალაქის მიმართულებით მიფრინავდა, ბუქარესტის აეროპორტში ექსტრემალურად დაეშვა, - ამის შესახებ Digi24 იუწყება.
მედია საშუალების ცნობით, ექსტრემალური დაშვების მიზეზი თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია გახდა.
სამართალდამცველები თვითმფრინავის ბორტზე ბომბს ეძებენ, მათ შორის მგზავრების ბარგშიც. სულ ბორტზე 173 ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციამ მათი ევაკუაცია განახორციელა.
მედიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანები და გამნაღმველები იმყოფებიან. აეროპორტში კრიზისული საბჭო შეიქმნა.
Digi-24 იტყობინება, რომ ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია ქუთაისის აეროპორტში შევიდა.
ავტორი: ,