|
2018-10-25 11:03:26, 1283 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: სალომე ზურაბიშვილს ჩვენგან აქვს სრული მხარდაჭერა - თუ ვინმე არ არის ჩამოყალიბებული, ივანიშვილის მესიჯი მათ ეხებოდათ
„სალომე ზურაბიშვილს აქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან. თუ რომელიმე ადამიანი არ არის ჩამოყალიბებული თავის არჩევანში, პარტიის თავმჯდომარის მესიჯის სწორედ მათ ეხებოდათ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ უჭერს მხარს „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს: „ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, თუ რატომ ვუჭერთ მხარს თავისუფალ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ დღეს „ქართული ოცნება“ წარმოდგენილია პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით, ისევე როგორც წარმოდგენილია უმრავლესობით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში. ჩვენი გუნდის პოლიტიკური ფილოსოფია გახლავთ საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის მშენებლობა. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტიული წარმომადგენლობა ყველა დონეზე. მაგრამ, ამავე დროს ჩვენ, ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი წარმოგვიდგენია სწორედ ზეპარტიულ ფიგურად, ადამიანად, რომელსაც შეუძლია ითამაშოს თავისუფალი და ზეპარტიული როლი იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანას ეს დასჭირდება. ამასთან ერთად, ჩვენი პოლიტიკური ფილოსოფიის განუყოფელი ნაწილია ის მთავარი ამოცანა, რომელიც უნდა გადავჭრათ, ეს გახლავთ საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. სწორედ ამ ამოცანებიდან, ამ მიზნებიდან და რაც მთავარია, ამ ფილოსოფიიდან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის მესიჯიც ეკუთვნოდა სწორედ იმ ადამიანებს, თუ ასეთები ჯერ კიდევ არიან და არ არიან ჩამოყალიბებული თავიანთ პოზიციაში, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ნიშნავს ამ მიზნების და ფასეულობების მხარდაჭერას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ზოგიერთ წევრს, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს მხარს არ უჭერენ, მოუწოდა, გუნდის პოზიციას პატივის სცენ: "აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნდა, რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერა სწორი პოზიცია იყო, თუმცა ზოგიერთ წევრს შევახსენებ, რომ ნუ კეკლუცობენ და პარტიის პოზიციას პატივი სცენ. ძალიან ღირსეული კანდიდატია ქალბატონი სალომე და ძალიან ბევრ იმსახურებს. ამავდროულად ვისარგებლებ შემთხვევით და საზოგადოებას, ასევე ჩვენს ყოფილ მხარდამჭერებს მივმართავ, რომლის ნაწილიც არ არის ჩამოყალიბებული, რომელ კანდიდატს უჭერენ მხარს, ხმა მისცენ სალომე ზურაბიშვილს. ეს კვლევებშიც ჩანს - დიდი შანსი გვაქვს პირველივე ტურში გავიმარჯვოთ, მეორე ტურში კითხვის ნიშანიც არაა. მინდა მივმართო ყოფილ მხარდამჭერებს და მხარდამჭერთა იმ ნაწილს, რომელიც დღეს კიდევ მერყეობს ქალბატონ სალომესთან დაკავშირებით. ის არის ძალიან ღირსეული კანდიდატი და გთხოვდით, აქტიურები იყავით 28 ოქტომბერს".
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)