22:24 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-24 17:23:48, 764 ნახვა

რეგიონი
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საზღვაო ნაოსნობაში შრომის შესახებ კონვენციის ტრენინგი ჩატარდა

23-24 ოქტომბერს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შავი და კასპიის ზღვის პროექტის ფარგლებში,  საზღვაო ნაოსნობაში შრომის შესახებ კონვენციის (MLC 2006) ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგი, რომელსაც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშროლები და მეზღვაურთა პროფკავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს ექსპერტებმა ჩაატარეს. ტრენინგზე განხილულ იქნა საზღვაო ნაოსნობაში შრომის შესახებ კონვენცია, როგორც მეზღვაურთა უფლებების დაცვის ინსტრუმენტი.

კერძოდ: კონვენციის სტრუქტურა, მინიმალური მოთხოვნები მეზღვაურებისთვის, მეზღვაურთა დასაქმების პირობები, კვება, ჯანმრთელობის დაცვა, სამედიცინო დახმარება, სოციალური დაცვა და MLC კონვენციის შესაბამისად ინსპექტირებასთან დაკავშირებული ყველა საკითხები.

"MLC 2006 კონვენცია მიღებულ იქნა 2006 წლის თებერვალში, 94-ე შრომის საერთაშორისო კონფერენციის მიერ მე-10 საზღვაო სესიაზე. ამ კონვენციით გადასინჯული და კონსოლიდირებულია 37 არსებული კონვენცია და მათთან დაკავშირებული რეკომენდაციები.

ეს კონვენცია თავს უყრის საზღვაო სანაოსნოში შრომის შესახებ არსებულ თითქმის ყველა ნორმატიულ დოკუმენტს ერთი ახალი კონვენციის სახით, რომელიც შედგენილია ახალი ფორმატით და, საჭიოებისამებრ, მოიცავს ცალკეულ განახლებებს თანამედროვე რეალიების ასახვისა და დებულებების თანამედროვე ენით ჩამოყალიბებისათვის. იგი მსოფლიოს 1.2 მლნ-ზე მეტ მეზღვაურს უზრუნველყოფს ფართო უფლებებითა და სამუშაო ადგილზე დაცვის გარანტიებით."

საქართველოს მიერთება აღნიშნულ კონვეცნიასთან და მისი დებულებების ასახვა  კანონმდებლობაში იგეგმება 2019-2020 წლებში, რაც გააუმჯობესებს ქართველი მეზღვაურების შრომით და სოციალურ სტატუსს და საქართველოს დროშას გახდის უფრო მიმზიდველს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics