02:18 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-22 17:01:01, 1621 ნახვა

კომენტარი
გვარამია ივანიშვილზე: მოწვევა მისი საქმეა და არხი ვის მიავლენს ინტერვიუზე - ჩვენი

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას ეხმაურება.

როგორც გვარამია facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს,ინტერვიუს შემოთავაზებაზე რუსთავი 2 საკუთარ პოზიციას დღის ბოლომდე გაასაჯაროვებს.

„ბოდიში ბატონ ივანიშვილთან, ოღონდ მოწვევა მისი საქმეა და არხი ვის მიავლენს ინტერვიუზე - ჩვენი. ვინ ასწავლა ჟურნალისტების სახელდებით მიწვევა, სად ამოიკითხა ეს სიბრძნე? რ2 საკუთარ პოზიციას დღის ბოლომდე გაასაჯაროვებს“, - წერს ნიკა გვარიამია.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი  ხვალ ივანიშვილი 23 ოქტომბერს, 22:00 საათზე, სამი ტელევიზიის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს: ტელეკომპანია „იმედიდან“ - ირაკლი ჩიხლაძეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან - გიორგი გაბუნიას და „ტვ პირველიდან“ - ინგა გრიგოლიას, მასთან ინტერვიუზე იწვევს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics