15:12 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-22 15:19:18, 1742 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი სტატუსის“ დახმარებით თედო რეხვიაშვილი ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის სტუდენტია

"თიბისი სტატუსის" საქველმოქმედო პლატფორმის - StatusDonates.ge დახმარებით ახალგაზრდა მხატვარი - თედო რეხვიაშვილი ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გახდა.

თედო რეხვიაშვილმა ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე ჩააბარა და განსაკუთრებით ნიჭიერთა ათეულში მოხვდა, რის საფუძველზეც საერთაშორისო სტუდენტებისათვის გამოყოფილი მაქსიმალური - 15 000 დოლარის გრანტი მოიპოვა. სწავლისათვის საჭირო დარჩენილი თანხის ნაწილი თიბისი სტატუსმა დააფინანსა.

თედო რეხვიაშვილი სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისის სამხატვრო სასწავლებელ ათწლედში გრაფიკის მიმართულებით სწავლობდა. შემდეგ კი სამხატვრო აკადემიაში, ასევე გრაფიკის მიმართულებით, ჯერ ბაკალავრის, შემდეგ კი მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. 2015 წლიდან საკუთარ სტუდიაში მსურველებს ხატვას, ფერწერას, გრაფიკასა და კომპოზიციას ასწავლიდა. პარალელურად, 27 წლის მხატვარი სხვადასხვა სოციალურ პროექტებსაც ახორციელებდა, როგორიცაა მაგალითად, მცირერიცხოვან და მაღალმთიან სოფლებში სკოლებისა და შენობების მოხატვა.

2015 წელს თედო რეხვიაშვილს საუკეთესო გრაფიკული ნამუშევრისათვის პრემია „ჟირაფი" გადაეცა. ის რამდენიმე ჯგუფური და პერსონალური გამოფენის მონაწილე და ავტორია.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics