22:30 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-19 17:38:55, 4056 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში ორმა სატელევიზიო ოპერატორმა Russia Today-ს მაუწყებლობა შეუწყვიტა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ორმა სატელევიზიო ოპერატორმა რუსულ არხს, Russia Today-ს მაუწყებლობა შეუწყვიტა, - ამის შესახებ Uawire იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ამ 2 ოპერატორის - Spectrum-ის და Comcast Chicago-ს დაფარვის ზონა მოიცავს დიდ ქალაქებს, მათ შორის ნიუ-იორკს, სან დიეგოს, ლოს-ანჯელესს, ჩიკაგოს და ნიუ-ჯერსის.

მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, საკაბელო ტელევიზიის ოპერატორმა Spectrum-მა Russia Today-ის უარი უთხრა მაუწყებლობის შესახებ ხელშეკრულების გაგრძელებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ ასე ახსნა: "ინტერნეტის ეპოქაში ტელესიხშირის გადაცემა არალოგიკურია“.

რაც შეეხება მეორე ოპერატორს, მან კანონით გათვალისწინებული უფლება გამოიყენა და მაუწყებლობის შეწყვეტის მიზეზი არ განმარტა.

ცნობისთვის, 2018 წლის მარტში Russia Today-მ მაუწყებლობა ვაშინგტონში შეწყვიტა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics