|
2018-10-18 13:09:57, 779 ნახვა
რეგიონი
თეა წულუკიანი ახალქალაქში მეოცე იუსტიციის სახლს გახსნის
ახალქალაქში რიგით მე-20 იუსტიციის სახლი იხსნება. საზეიმო ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახსნის. იუსტიციის სახლის გახსნას დაესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ასევე, ბიზნესწრეების წარმომადგენლები. სტუმრებს შორის იქნება სომხეთის იუსტიციის მინისტრი, რომელიც ღონისძიებაზე თეა წულუკიანმა პირადად მოიწვია, რათა უკეთ გასცნობოდა საქართველოში სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით განხორციელებული წარმატებული რეფორმების შედეგებს. ახალქალაქის იუსტიციის სახლი ბორჯომისა და ახალციხის შემდეგ რიგით მესამეა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის მიღებას მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში შეძლებს. იუსტიციის სახლთან ერთად ახალქალაქში ქორწინების სახლიც გაიხსნება. ამ დრომდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობდა. წყვილებს შეეძლოთ, მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალქალაქის ფილიალისთვის მიემართათ, სადაც ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო რიტუალის გარეშე მიმდინარეობდა. ამიერიდან ნებისმიერ წყვილს ექნება საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს ახალქალაქის მაღალი სტანდარტის დიზაინით მოწყობილ ქორწინების სახლში, სადაც მათ სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით მოწყობილი სივრცე დახვდებათ. ახალქალაქის იუსტიციის სახლი 602 კვადრატულ მეტრს მოიცავს და თავისუფლების ქუჩაზე მდებარეობს. მისი მშენებლობა არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით განხორციელდა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ იუსტიციის სახლის გახსნის აღსანიშნავად ახალქალაქში გრანდიოზული კონცერტი გაიმართება, მოეწყობა გასართობი ღონისძიებები ბავშვებისათვის, საღამო კი ფოიერვერკით დასრულდება. ახალქალაქის იუსტიციის სახლი ბოლო წლების განმავლობაში აშენებული მერვე ფილიალია. 2013 წლიდან დღემდე უკვე აშენდა და გაიხსნა ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხისა და ონის იუსტიციის სახლები. უახლოეს პერიოდში იუსტიციის სახლის ფილიალები კიდევ ხონში, მარტვილში, სენაკსა და ბოლნისში გაიხსნება.
(NS)
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)