|
2018-10-17 13:24:31, 1047 ნახვა
საზოგადოება
„მაშავის“ 60 წლის იუბილე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ისრაელის განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო სააგენტოს „მაშავი“ 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, შაბთაი ცურიმ და სააგენტოს „მაშავი“ ხელმძღვანელის მოადგილემ, იუვალ ფუქსმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს. ნოდარ კერესელიძემ საქართველოსა და ისრაელის მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა და სააგენტოს მიერ ქართველი ფერმერებისა და, ზოგადად, სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება. „მაშავი“ საქართველოში არაერთ პროგრამას, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. „მაშავის“ პროგრამების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებულებმა, ფერმერებმა და მეწარმეებმა საჭირო ცოდნა მიიღეს, რაც არის განვითარების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის საფუძველი. ჩვენ მადლობას ვუხდით ისრაელის სახელმწიფოს, ჩვენს მეგობარ ხალხს ამ მნიშვნელოვანი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. სასიხარულოა, რომ ყველა ერთად აღვნიშნავთ ამ ორგანიზაციის 60 წლის იუბილეს“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ. „მოხარული ვარ, რომ საქართველოში, თბილისში აღვნიშნავთ „მაშავის“ დაარსებიდან 60 წლის იუბილეს. მოგეხსენებათ, ბოლო 25 წლის განმავლობაში, საქართველოდან ისრაელში ტრენინგები გაიარა 1500-ზე მეტმა პროფესიონალმა, რომლებიც ისრაელში მიღებული ცოდნით დაუბრუნდნენ სამშობლოს და საკუთარ გამოცდილებას დღესაც უზიარებენ სხვებს. მტკიცედ მწამს, რომ მსგავსი ურთიერთობა ორი სახელმწიფოსა და ორი ერის ურთიერთობას უფრო მეტად აძლიერებს“, - განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში, შაბთაი ცურიმ. იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო 60 წლის განმავლობაში სააგენტოს მოღვაწეობის შესახებ გადაღებული მოკლე საინფორმაციო ვიდეორგოლი. ისრაელის განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო სააგენტო „მაშავი“ 1958 წელს, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩამოაყალიბა, რითაც ათობით განვითარებად ქვეყანას საშუალება მიეცა, გაცნობოდა ისრაელის გამოცდილებას და მიღწევებს, ტექნოლოგიები და ინოვაციები საკუთარ სახელმწიფოში დაენერგა. მსოფლიო მასშტაბით, 132 ქვეყნის 270 ათასი წარმომადგენელი „მაშავის“ პროგრამების მონაწილეა.
(NS)
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
ყაველაშვილი დოჰაშია, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდება და ყოფილი ემირის გარდაცვალებას მიუსამძიმრებს
შსს: ნარკოდანაშაულისთვის 121 ადამიანი დავაკავეთ, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები
სახელმწიფოს ქონების ქურდობისთვის დაკავებული ლევან გამრეკელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)