11:20 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-15 17:29:01, 2618 ნახვა

სამართალი
დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე პროკურატურაში იმყოფება.

საგამოძიებო უწყება ჯაფარიძეს იმ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით კითხავს, რომელშიც ის და მირზა სუბელიანი ფიგურირებენ.

ჯაფარიძის დაკითხვა მთავარ პროკურატურაში ცოტა ხნის დაიწყო.

შეგახსენებთ, ჩანაწერი გუშინ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და ხელისუფლებას გაურიგდა, მაგრამ უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება მის ერთგულებას ჯეროვნად ვერ აფასებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო  პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების  ფაქტებზე დაიწყო.

ამასთან დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ აღნიშნა, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს, ი.პ.-ს, პატიმარ მირზა სუბელიანის შეხვედრების ფარული ჩანაწერების გავრცელება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით მოსთხოვეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics