08:16 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-09 13:16:22, 811 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტები საერთაშორისო ექსპერტების სწავლებას გადიან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის  სპეციალისტები საერთაშორისო ექსპერტების სწავლებას გადიან.

სამინისტროს ინფორმაციით, მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის სპეციალისტების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ლაბორატორიაში  ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალურ ინსტიტუტის (ÚKZÚZ) ექსპერტები იმყოფებიან.

ფიტოსანიტრები მოისმენენ ჩეხი კოლეგების გამოცდილებას ლაბორატორიაში ნიმუშის მოძრაობასთან, ბიოუსაფრთხოებასთან, ხარისხთან და  დიაგნოსტიკური მეთოდების ვალიდაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე, მხარეები განიხილავენ  ÚKZÚZ-თან თანამშრომლობით პროფესიული ტესტირებების ჩატარების შესაძლებლობებს და ტესტირების ჩატარების ვადებს. მიღებული გამოცდილებით, შესაძლებელი იქნება გაუმჯობესებული და ფართო სპექტრის სერვისის შეთავაზება მომხმარებლებისთვის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიასა და ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალურ ინსტიტუტს შორის თანამშრომლობა რამდენიმე წელიწადია მიმდინარეობს და მცენარეთა დაავადებების ზედამხედველობის საკითხებში გამოცდილების გაცვლის ინტენსიურ პროგრამას მოიცავს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics