|
2018-10-03 20:57:34, 2621 ნახვა
სამართალი
ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს უჩივლებს
სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს უჩივლებს. ამის შესახებ ყიფიანის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ ვაპირებთ, ვუჩივლოთ ზაზა ოქუაშვილს პატივისა და ღირსების შელახვისთვის. ასევე მოვითხოვთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას“, - აღნიშნა ადვოკატმა. რაც შეეხება ბანკიდან თანხის გამოტანის ეპიზოდს, ხაჭაპურიძის თქმით, ზაზა ოქუაშვილმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, როდესაც თქვა, რომ თანხის გატანა ერთჯერადად მოხდა. „ბანკიდან სამჯერ მოხდა თანხის გატანა, სხვადასხვა დღეს. რა მოცემულობაც ბატონმა ლევანმა წარმოადგინა, არის ის, რომ ჩანაწერების ნაწილი ერთობლივად იქნა შექმნილი. ის ნაწილიც, რომელიც ერთობლივად იქნა შექმნილი, დამონტაჟებულია“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ და დასძინა, რომ მის ხელთ არსებული მასალების მიხედვით, ყიფიანის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)