|
2018-10-02 17:34:09, 2444 ნახვა
სამართალი
კარვის გაშლის შესახებ ზაზა სარალიძის სარჩელის განხილვა 31 ოქტომბრამდე გადაიდო
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ კარვის გაშლის შესახებ სარჩელის განხილვა მოსამართლემ 31 ოქტომბრამდე გადადო. როგორც სარალიძემ აღნიშნა, ეს არის იმის დასტური, რომ ხელისუფლება სასამართლოზეც ახდენს ზეწოლას. "მოსამართლე ნანა დარასელიამ მოპასუხე მხარის - შსს-ს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესის საბოლოო განხილვა 31 ოქტომბრისთვის გადადო. თუ ჩვენ 31 ოქტომბრამდე კარვები, ლეიბები, პლედები არ გვექნება, გავიყინებით. ესე იგი, სასამართლო პირდაპირ მოგვიწოდებს, რომ ჩავიდინოთ უკანონობა. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად მოვექცეთ კანონის ჩარჩოში, მაგრამ სასამართლო მხოლოდ შსს-ს მოთხოვნებს ითვალისწინებს“, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ. აღსანიშნავია, რომ მან სასამართლოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ცნობისთვის, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის იურისტები იცავენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)