2018-10-02 11:13:44, 643 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო „სმენაპროთეზირებულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის“ პროგრამის ამოქმედებას გეგმავს
2019 წელს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახალი პროგრამის "სმენაპროთეზირებულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის" ამოქმედებას გეგმავს.
სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მიზანია, სმენაპროთეზირებული ბავშვების უზრუნველყოფა მათ საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო მომსახურების კურსებით.
პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს რეაბილიტაციის პროცესში მშობლების მონაწილეობას, მათი პრაქტიკული ჩვევების განვითარებასა და შემდგომი სამოქმედო გეგმის შემუშავებას.
პროგრამის მოსარგებლეები არიან, 3-დან 10 წლის ასაკის სხვადასხვა ხარისხის სმენადაქვეითებული სმენაპროთეზირებული (სმენის აპარატი, კოხლეარული იმპლანტი) ბავშვები.
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 6 200 ლარით.
(NS)
ავტორი: ,