02:37 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-28 16:47:32, 1012 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება

ნაძალადევის რაიონში რეკრეაციული ზონების მოწყობა გრძელდება. ერთ-ერთი პროექტი ჭყონდიდელის ქ. N20ა-ში, დევნილთა დასახლებაში განხორციელდა.

აღნიშნულ მისამართზე კაუჩუკის მოედანზე ატრაქციონები დამონტაჟდა, ასევე, საბაღე სკამები და სანაგვე ურნები განთავსდა. საბავშვო გასართობი მოედნის გვერდით დასასვენებელი პავილიონიც მოეწყო.

შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა სოფო კილაძემ და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა მიხეილ ამაშუკელმა დაათვალიერეს.

„დევნილთა დასახლებაში რეკრეაციული სივრცის მოწყობა დავასრულეთ. მიმდებარე ტერიტორიაზე აქამდე მსგავსი ადგილი არასდროს ყოფილა. გასართობი მოედნით და დასასვენებელი პავილიონით გარშემო მდებარე რამდენიმე კორპუსის მცხოვრებლებიც ისარგებლებენ. წელს განსხვავებულ საბავშვო ატრაქციონებს ვაწყობთ, ყველა კონსტრუქცია ხისგან არის დამზადებული და მოედნები შშმ პირებისთვის ადაპტირებულია, რაც ძალიან კარგი ინიციატივაა“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, აღნიშნული მისამართის გარდა, მსგავსი პროექტი ზღვის უბნის მე-4 კვარტალში, N7 კორპუსის მიმდებარედ და ასევე, ბენდელიანის ქ. N12-ში განხორციელდა.

ამ ეტაპზე სამუშაოები კიდევ ორ მისამართზე მიმდინარეობს - ქსნის ქ. N12-ში და ზღვის უბნის მე-3 მიკრორაიონის მე-2 კვარტალში, სადაც საბავშვო მოედნების მოწყობა ოქტომბერში დასრულდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics