18:54 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-27 18:06:24, 854 ნახვა

რეგიონი
შუახევში სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

შუახევში სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

 სხდომას სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენელი მარიამ ჯიბუტი და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

საბჭომ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული , დაბა შუახევში , რუსთაველის # 17/ 3 მდებარე შენობის მეორე სართულის და მის მიმდებარედ 16 და 35 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის იუსტიციის სამინისტროზე უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე;

 შუახევის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ;

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლისათვის შერიფ ხიმშიაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე;

 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასაქმებული სამედიცინო პერსონალისათვის სახელფასო განაკვეთის მოწესრიგების თაობაზე.

საბჭომ კენჭი უყარა სხდომაზე წარდგენილ საკითხებს და ერთხმად მოიწონა.

დღვანდელი სხდომა გაგრძელდა დისკუსიით, საბჭოს წევრებმა სხვა მიმდინარე საკითხებზეც იმსჯელეს და დასახეს სამომავლო გეგმები.

სხდომის დასასრულს შუახევის მერმა სხდომის წევრებს დაბის სივრცითი მოწყობის მომავლის ხედვა გააცნო და ნაჩვენები იქნა ვიდეორგოლი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics