|
2018-09-26 15:29:16, 2643 ნახვა
სამართალი
ინციდენტი რუსთაველის გამზირზე - ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა [ვიდეო]
რუსთაველის გამზირზე ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა სარალიძეს კარავი ჩამოართვეს. კარავის წაღების გამო, სარალიძე პროტესტის ნიშნად, გზის სავალ ნაწილზე დაწვა, საიდანაც პოლიციამ ის ძალის გამოყენებით გაიყვანა. ინციდენტის შემდეგ, სარალიძე პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან და მხარდამჭერებთან ერთად, პარლამენტის შენობისკენ მიემართებოდა თუმცა, გზაში შეუძლოდ გახდა და დაეცა. ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს. სარალიძე სასწრაფოს მისვლას არ დაელოდა. მან რამდენიმე წუთის შემდეგ მსვლელობა გააგრძელა და პარლამენტთან მივიდა. ზაზა სარალიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მერიამ კარვის გაშლის უფლება მისცა, თუმცა პოლიციამ მას კარავი უკანონოდ ჩამოართვა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)