17:19 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-26 15:00:02, 1775 ნახვა

კომენტარი
ნაცვლიშვილი - ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება მოქმედ პრეზიდენტზე და ასევე გაფრთხილება მომავალი პრეზიდენტებისთვის

პრეზიდენტის საპარლამენტო მდიბვანი ანა ნაცვლიშვილი ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვის დაწყებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშწორება მოქმედ პრეზიდენტზე და ასევე გაფრთხილება მომავალი პრეზიდნეტებისთვის, რომ მათი უსაფრთოება იქნება დამოკიდებული მთავრობის კეთილ ნებაზე.

,,დღევანდელი კანონმდებლობით სახელმწიფო კანონით არის ვალდებული უზრუნველყოს როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი პრეზიდენტის უსაფრთხოება სპეციალური დაცვის სამსახურის მეშვეობით, მაგრამ ახლა მომზადდა ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს, რომ უკვე ყოფილ პრეზიდენტს კანონით აღარ ექნება დაცვის ეს გარანტია და დაიცავს თუ არა მას სახელმწიფო ეს იქნება დამოკიდებული არა კანონზე, არამედ მთავრობის კეთილ ნებაზე.

ეს ცვლილება პრინციპულად არასწორია, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც ამავე დროს არის უმაღლესი მთავარსარდალი, არის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი და შესაბამისად, მას სჭირდება დაცვის უმაღლესი გარანტიები და ასევე ძალიან ნათელია, გამომდინარე იმ ფაქტორიდან, როდის მომზადდა ეს ცვლილებები და რა კონტექსტი გვაქვს: - ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება მოქმედ პრეზიდენტზე და ასევე გაფრთხილება მომავალი პრეზიდენტებისთვის, რომ მათი უსაფრთხოება იქნება დამოკიდებული მთავრობის კეთილ ნებაზე", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, ახალი კანონპროექტის თანახმად, პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო დაცვა აღარ მოემსახურებათ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics