00:19 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-25 10:51:09, 2467 ნახვა

საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ს საერთაშორისო მრჩეველი გახდა

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან ხელშეკრულება გააფორმა.

ინფორმაციას bm.ge ავრცელებს. 

კვირიკაშვილის განცხადებით, EBRD-თან კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ დადო. მისი თქმით, თანამშრომლობაში მოიაზრება ევრობანკის ეგიდით უზბეკეთის მთავრობისთვის დახმარების გაწევა საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის დიალოგის პლატფორმის შექმნაში, რომელიც საქართველოში ევრობანკის ინიციატივით შექმნილი ინვესტორთა საბჭოს გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, გიორგი კვირიკაშვილი 2012-2015 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო, ამის შემდეგ, ხანმოკლე პერიოდი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა, ხოლო 2015 წელს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, მთავრობის ხელმმძღვანელის პოსტი დაიკავა. მთავრობის მეთაურის თანამდებობა გიორგი კვირიკაშვილმა 2018 წლის ივლისში, საკუთარი ნებით დატოვა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics