06:59 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-21 14:23:14, 2193 ნახვა

ეკონომიკა
ამბროლაურის აეროპორტში სრულმასშტაბიანი წვრთნა ჩატარდა

ამბროლაურის აეროპორტში ფართომასშტაბიანი გეგმიური სწავლება“ პირველად გაიმართა. აქამდე აეროპორტში მხოლოდ საშტაბო-თეორიული სწავლებები იმართებოდა.

"ამბროლაური 2018“ -ის სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს",საქართველოს აეროპორტების გაერთანების“ საავიაციო უშიშროების დეპარტამენტისა და ამბროლაურის აეროპორტის პერსონალმა, საქაერონავიგაციის წარმომადგენლებმა, შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისმა დანაყოფმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განაღმვის სამსახურმა, ასევე,  სახანძრო და სამედიცინო სამსახურებმა.

სცენარის მიხედვით, ამბროლაურის აეროპორტში რეკავს ანონიმური პირი, რომელიც თანამშრომლებს   აეროპორტის ტერმინალში ნაღმის არსებობის შესახებ აწვდის ინფორმაციას. რის შემდეგაც შეიკრიბება საავარიო-ოპერატიული ცენტრი და აეროპორტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. სწავლება ,,ამბროლაური- 2018“-ის მიზანია ფეთქებადი მოწყობილობის აღმოჩენა და მისი განეიტრალება.
სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლების დასრულების შემდეგ გაიმართა დასკვნითი ბრიფინგი, რომელიც  ამბროლაურის აეროპორტის საავიაციო უშიშროების მენეჯერმა დავით ბუხრაშვილმა გამართა და სწავლების შედეგებები შეაჯამა.

"ჩვენს აეროპორტში სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლება პირველად გაიმართა. რადგან ამბროლაურის აეროპორტი ჯერ მხოლოდ წელიწადზე მეტია, რაც ფუნქციონირებს და აქამდე საავიაციო უშიშროების კუთხით მხოლოდ საშტაბო-თეორიული სწავლებები იმართებოდა. მსგავსი სახის სწავლების მიზანი აეროპორტში ყველა მომსახურე პერსონალის მზადყოფნა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამოვლინებაა. ყველა შესაბამისი სამსახური სცენარის მიხედვით მოქმედებდა და საერთაშორისო სტანდარტები სწავლებისას მაქსიმალურად იყო დაცული,-‘’განაცხადა დავით ბუხრაშვილმა.

საქართველოს აეროპორტებში სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლებები პერიოდულად, წელიწადში რამდენჯერმე ტარდება. მსგავსი სახის სწავლება სექტემბრის დასაწყისში მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში გაიმართა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics