15:53 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-19 12:31:58, 1992 ნახვა

კომენტარი
გია აბაშიძე - ოპოზიციამ შესაძლოა ცესკო-ს, აზიური ფაროსანას გავრცელებაც დააბრალოს

ექსპერტი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ ნიკა მაჭუტაძე საკუთარი ტექნიკური, თუ ადამიანური,  ზერელე დაუდევრობით თემის პოლიტიზირებას და საარჩევნო ადმინისტრაციასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე გადაბრალებას  ცდილობს, რადგან  მაჭუტაძისთვის ეს, დროებითი კომფორტია,  შექმნას ე.წ. საპნის ბუშტი.

 აბაშიძის აზრით, ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურს შეეძლო სულ სხვა სახით მოეხდინა ამ სიის კომპრომეტირება.  მაგალითად,  მხარდამჭერთა სიაში „მკვდარი სულების“ მასობრივად შეყვანით.

„მოგეხსენებათ, რომ 2012 წლის არჩევნებამდე, მამუკა ბახტაძე ნაცმოძრაობის შემომწირველთა სიაში გახლდათ და ეს მან თავადაც თქვა, რომ მისი ანგარიში იმ დროს ტექნიკურად გამოიყენეს. ცხადია, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში არის მისი პირადი მონაცემები  და მაღალი ალბათობით,  ეს მონაცემები მექანიკურად მოხვდა „სახელმწიფო ხალხისათვის“,  „ახალი საქართველოს“ ,  თუ ნაცმოძრაობის სხვა სატელიტური პარტიის მონაცემთა ბაზაში და ის უბრალოდ ჩაწერეს, როგორც ე.წ. მხარდამჭერი. ბუნებრივია,  ამ  ყველაფერს გამოძიება დაადგენს.“- განაცხადა გია აბაშიძემ.

ექსპერტი არ გამორიცხავს, ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ იმდენად შორს წავიდეს,   რომ ამომრჩეველებზე ზეწოლის მიზნით, ცესკოს ქვეყანაში აზიური ფაროსანას შემოყვანა- გავრცელებაც დააბრალოს. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics