21:11 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-15 12:31:41, 3242 ნახვა

სამართალი
ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა

ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა.

მან სუს-ის შენობაში შესვლამდე ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა, თუმცა აღნიშნა, რომ სკანდალურ ჩანაწერთან დაკავშირებით ორშაბათს ისაუბრებს.

შეგახსენებთ, რომ სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ფარული ჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა ზურაბ კვირკვიამ აუქციონში გამარჯვების სანაცვლოდ, წინასწარ ზუგდიდის მერს, ლაშა გოგიას და მის მოადგილეს, გია გულორდავას ქრთამი მისცა, თუმცა პირობა დაირღვა და ზურაბ კვირკვიას სასურველი ტერიტორიები არ გადასცეს. გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი, გია გულორდავაც იმყოფებოდა.

ცნობისთვის, ლაშა გოგიამ ზუგდიის მერის ტანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics