|
2018-09-10 16:29:35, 465 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ვერნერ ლიპახს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, ვერნერ ლიპახს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით რეგიონში მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს. საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგიის შესაბამისად, ბანკის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს გზების, ენერგო სექტორის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურა და მომსახურება, საჯარო სექტორის მართვა, კერძო სექტორის განვითარება, ფინანსური სექტორის გაღრმავება და ინკლუზიურობა, მმართველობა, გენდერული თანასწორობა და ცოდნაზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღება. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, აჭარის რეგიონში დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ,,აღსანიშნავია, რომ საქართველოს და ADB- ს ათ წელზე მეტი წარმატებული პარტნიორეული ურთიერთობა აკავსირებთ, რომლის დროსაც ჩვენს რეგიონში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისეთი პროექტები, როგორიცაა "ბათუმი და ქობულეთის შემოვლითი გზა", "ბათუმი-სარფის გზატკეცილი", "ბათუმის სანაპირო დაცვა". მოხარული ვარ, რომ 2016 წლიდან საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) წევრია, რომლის ფარგლებშიც ხვალიდან ჩვენ ვახორციელებთ ასეთ ფართომასშტაბიან ღონისძიებას, როგორიც არის მე -3 საინვესტიციო-ენერგეტიკული ფორუმი, სადაც იკრიბება მაღალი რანგის სტუმრები მთელი მსოფლიოში. მნიშვნელოვანია, რომ სამომავლო პროექტებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე მუშაობას განვაგრძოთ", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ვერნერ ლიპახს მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი პროექტები გააცნო. მხარეებმა აზიის განვითარების ბანკის აღნიშნულ პროექტებში ჩართულობის სკითხიც განიხილეს. შეხვედრას საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი იეშიმ ელჰან-კაიალარი და უფროსი პროექტ ოფიცერი ავთანდილ ცხვიტავა ესწრებოდნენ.
(NS)
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)