|
2018-09-10 15:21:14, 2262 ნახვა
სამხედრო
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2018“ დასრულდა
სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლების “Agile Spirit 2018”-ის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 10 ქვეყანა მონაწილეობდა. სამეთაურო-საშტაბო სწავლების დახურვას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, სამხედრო ატაშეები და ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლები დაესწრნენ. სწავლების დახურვის ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო, რის შემდეგაც საბრძოლო მოქმედებებში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ღონისძიების ფარგლებში მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „Agile Spirit 2018“-ში მონაწილე 13 სამხედრო მოსამსახურე სწავლებაში შეტანილი წვლილისთვის უწყებრივი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. სწავლების მეთაურმა, გენერალმა გიორგი მათიაშვილმა კი, სწავლების დაგეგმვასა და აღსრულებაში შეტანილი წვლილისთვის შეიარაღებული ძალების ორ სამხედრო მოსამსახურეს საშტატო იარაღი, ხოლო ხუთ სამხედრო მოსამსახურეს უწყებრივი მედლები „გენერალი მაზნიაშვილი“ გადასცა. სამეთაურო-საშტაბო სწავლება კომპიუტერული სიმულაციური სისტემების (JCATS/MTWS) მხარდაჭერით, ძალების მიზიდვის გარეშე განხორციელდა. სწავლებას მხარს უჭერდნენ: „ნატო-საქართველოს შეფასების ერთობლივი ცენტრი“ (JTEC), სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობა, სპეციალური ოპერაციების ძალები, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვა. სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპული სარდლობის ლიდერობით განხორციელდა. საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება „Agile Spirit 2018“ საქართველოში მერვედ გაიმართა.
(NS)
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)